ცოტა რამ ჩვენ შესახებ

დიდი ხნის განმავლობაში გვსურდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა პლატფორმებზე გაფანტული ქართველი არტისტების ერთად შეკრებას და მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების უფრო მეტი ადამიანისთვის გაცნობას.

Handmart.ge ეს ის ადგილია , სადაც აღმოაჩენთ, როგორც ცნობილ, ასევე დამწყებ არტისტებს, რომლებიც ქმნიან განსხვავებულ, უნიკალურსა და ხარისხიან ნივთებს. ჩვენ გაგაცნობთ მათ, გაპოვნინებთ და დაგეხმარებით მათ მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენაში

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გაგიმარტივოთ საჩუქრის შერჩევის რთული პროცესი, უმოკლეს დროში და კომფორტულად შეურჩიოთ თქვენს საყვარელ ადამიანს ან თუნდაც თქვენს თავს ძალიან მაგარი საჩუქრები.

#შეიძინექართული, #აჩუქექართული  #ქართულიადაკარგია