შეკვეთები და გადახდები

ეს შენიშვნა პროდუქტზე ნიშნავს რომ არტისტს ჭირდება რამდენიმე დღე ნივთის დასამზადებლად. თქვენ ჩვეულებრივ შეგიძლიათ ამ პროდუქტის ყიდვა და შეძენის შემდეგ ჩადგებით რიგში. როგორც კი არტისტი დაამზადებს ნივთს, ის ავტომატურად პირველად თქვენ გამოგეგზავნებათ და დასტურად მიიღებთ ელ. ფოსტას

  • მოძებნეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი და გაეცანით მის აღწერილობას
  • დააკლიკეთ ღილაკს “კალათაში დამატება”
  • გადაამოწმეთ, რომ პროდუქტის ფერი, რაოდენობა და სხვა პარამეტრები სწორად გქონდეთ არჩეული და გადადით გადახდის გვერდზე
  • ჩაწერეთ თქვენი მონაცემები და რა მისამართზე გსურთ მოგაწოდოთ შეძენილი ნივთი
  • აირჩიეთ რა ვადაში გსურთ შეკვეთის მიღება
  • აირჩიეთ გადახდის მეთოდი
  • გადაიხადეთ თქვენი შეკვეთის საფასური ბარათით ან სხვა არსებული საშუალებით
  • დაელოდეთ ჩვენს კურიერს რომელიც ადგილზე მოგართმევთ თქვენს შეკვეთას

აღნიშნულ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და ჩვენ უმოკლეს დროში შევეცდებით დაგეხმაროთ

თქვენ შეგიძლიათ შეკვეთის გაუქმება ან შეცვლა და თანხის დაბუნება 7 სამუშაო დღის განმავლობაში იმ შემთხვევაშ თუ მიიღებთ დაზიანებულ ნივთს. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენთან იყიდება მხოლოდ ხელნაკეთი ნივთები და მათი უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს, საქონლის დაბრუნებისა და გადაცვლის საკითხები თანხმდება თითოეულ მყიდველთან ინდივიდუალურად. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და ჩვენ უმოკლეს დროში შევეცდებით დაგეხმაროთ

ჩვენს მაღაზიაში გადახდა ხორციელდება ნებისმიერი ქართული ბანკის VISA და MASTERCARD საკრედიტო და სადებეტო ბარათებით

ჩვენი ონლაინ მაღაზიიდან პროდუქციის შეძენა სრულიად უსაფრთხოა. ჩვენს საიტზე არ ხდება გადახდა/ტრანზაქცია და რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გვექნება წვდომა და ვერ შევინახავთ თქვენი ბარათის საბანკო მონაცემებს. ტრანზაქციებს და გადარიცხვებს უზრუნველყოფს ცნობილი და სანდო კომპანია (Unipay).

ზოგადი საკითხები

Handmart.ge – არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ ქართველი არტისტების მიერ შექმნილი ხელნაკეთი, უნიკალური აქსესუარები და საჩუქრები. იხილეთ დამატებით ჩვენს შესახებ

რჩეულების სია ჩვენი ონლაინ მაღაზიის სერვისია რაც გაძლევთ შესაძლებლობას დაიმახსოვროთ სასურველი ნივთები თუ იმ მომენტში არ გსურთ მათი შეძენა, ამისათვის პროდუქტის გვერდზე შეგიძლიათ დააკლიკოთ “რჩეულებში დამატება”-ს და შემდეგ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში გულის ფორმის ხატულაზე დაკლიკებით იხილოთ თქვენი რჩეული ნივთები. აღნიშნული სერვისის გამოყენებისათვის აუცილებელია საიტზე რეგისტრაცია ან ავტორიზაციის გავლა.

მიტანის სერვისი უფასოა 50-ზე მეტი ლარის ღირებულების ნივთის შეძენისას. 50 ლარზე ნაკლები ღირებულების ნივთის შეძენისას – მიწოდების ფასია 4 ლარი

დამატებით მიწოდების სერვისის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე

აღნიშნულ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და ჩვენ უმოკლეს დროში შევეცდებით პრობლემის მოგვარებას

შეკეთის მიღების დრო დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ არჩეული ადგილზე მიტანის სერვისით.

დამატებით მიტანის სერვისის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე